ოსკარი — კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია (Academy Awards). სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ.
1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს.
ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა Academy of Motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია).
ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:
ბენ-ჰური, 1959.
ტიტანიკი, 1997.
ბეჭდების მბრძანებელი, 2006.
ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.
იმის გარდა,რომ ოსკარი გადაეცემა საუკეთესო მსახიობებს, რეჟისორებს, ფილმებს და ა.შ, არსებობს უცნაური ოსკარებიც , როგორიცაა:საუკეთესო კოსტუმების დიზაინი · საუკეთესო დოკუმენტური ფილმი · საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი · საუკეთესო მონტაჟი · საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი · საუკეთესო გრიმი · საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი .ოსკარი ყველაზე მოსაწყენი შოუსთვის: ))
წითელი ხალიჩა, გრანდიოზული შოუ და მრავალი სხვა.. ეს ის ატრიბუტები და შემადგენელი ნაწილია ოსკარის დაჯილდოვების ფესტივალისა.
No comments:
Post a Comment