ქართული ეროვნული სამოსი
Friday, March 25, 2011
Friday, March 18, 2011
ძველი ქართული სამოსი
ყველა კულტურას განვითარების საკუთარი უნიკალური გზა აქვს და ამავდროულად, თანაბრად ღირებული. ნაციონალური რელიქვიები საუკუნეების წინ ოსტატების ხელით იქმნებოდა, დღეს კი ერის სიმბოლოებად იქცა. დეკორატიული ქსოვილები, ნაქარგები, ორნამენტები, ძვირფასი თვლები და მძივები – ყოველივე ამის გამოყენებით უძველესი ნაციონალური სამოსი იკერებოდა და ერის იდენტობას განსაზღვრავდა.
დღეს დიზაინერები ეთნოგრაფიულ ელემენტებს საკუთარ კოლექციებში ხშირად იყენებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციულ ელემენტებს სხვა ქვეყნების ნაციონალური ელემენტები შეერწყა და სინთეზურად წარმოჩინდა. აფრიკული, ინდური და ჩინური ეთნოგრაფიული სამოსი სპეციფიკური ქსოვილებით და ფერთა შეხამებით საყოველთაო აღტაცებას იწვევს. მსოფლიო მოდის შემქმნელები ხშირად აფრიკულ აქსესუარებსაც იყენებენ. იქმნება ნივთები, რომლებიც ძველებური იერით თანამედროვეობას ესადაგება.
საუკუნეების წინ საქართველოში ძვირფასი ლითონის ძაფებით ქარგვა იყო გავრცელებული. ეს უძველესი ქართული ტრადიციაა, ქარგავდნენ ხავერდზე, ატლასსა და სხვა ძვირფას ქსოვილებზე, რომლითაც ნაციონალური ქართული სამოსი იკერებოდა. მანდილოსანთა კაბებსა და მოსასხამებს ნაქარგებთან ერთად მარგალიტები, ფერადი მძივები და თვლები ამშვენებდა. ქართული კაბა, უპირველესად, ეროვნულობის სიმბოლო იყო

Subscribe to:
Posts (Atom)